Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“უნდა ვაღიარო, არ უხარიათ ჩვენთან სამსახური” – რა ცვლილებებს სთავაზობს სამინისტრო წვევამდელებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უნდა ვაღიარო, არ უხარიათ ჩვენთან სამსახური” – რა ცვლილებებს სთავაზობს სამინისტრო წვევამდელებს

146
1

“წვევამდელებს არ უხარიათ ჩვენთან სამსახური, უნდა ვაღიარო და ჩვენ თუ წვევამდელის რეჟიმზე დავრჩებით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალგაზრდებს ჩვენთან ჯარში სამსახური უხაროდეთ”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, უწყება გეგმავს, რომ პენიტენციურ სამსახურში წვევამდელების სისტემა საკონტრაქტო სამსახურით ჩაანაცვლოს.

“ჩვენი მიზანია, რომ გადავიდეთ ან სრულად ან ეტაპობრივად საკონსტრაქტო სამსახურზე. თუ თქვენი მხარდაჭერა იქნება გაისად მთლიანად გადავალთ საკონტრაქტო სამსახურზე ან ორ დაწესებულებაში მაინც, თუ საპილოტეში არ ჩავსვამთ საკონტრაქტო სამსახურს ჩვენ გვიცავს 1 500 წვევამდელის ნაცვლად 411, რომლებსაც, ასევე, მივესალმები. მათ არ უხარიათ ჩვენთან სამსახური, უნდა ვაღიარო და ჩვენ თუ წვევამდელის რეჟიმზე დავრჩებით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალგაზრდებს ჩვენთან ჯარში სამსახური უხაროდეთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, პენიტენციური სისტემის სამედიცინო ნაწილში ძალიან დიდი გამოწვევაა, კერძოდ, სამედიცინო ნაწილის ექთნები მძიმე პირობებში მუშაობენ.

,,მათი ოდენობა არ არის საკმარისი, მათი ხელფასი არის ძალიან მცირე. მინდა, მათ მხარდაჭერა გამოვუცხადო ამ ტრიბუნიდან და ვუთხრა, რომ ჩვენი მომავალი ზრუნვის საგანი კონტროლიორები, ე.წ. მეგასაღეებები, როგორც ჩვენ მათ ვუწოდებთ, ექთნები და სხვა მსგავსი პერსონალი იქნება, იმისთვის, რომ ციხეში თანამშრომელი იყოს ძლიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჩაგრული თანამშრომლის დაჩაგვრა ძალიან მარტივად შეუძლია პატიმარს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრობის კანდიდატმა მისი უწყების სხვა პრიორიტეტებზეც ისაუბრა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ სამინისტრო გააგრძელებს ბრძოლას და მუშაობას, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდეს ევროკავშირის ქვეყნებთან. ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საქართველო გააგრძელებს საქმეებზე სახელმწიფოს ინტერესების ეფექტურად დაცვას სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში.

პარლამენტში მეორე დღეა, გრძელდება ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესი, რომელიც კენჭისყრით უნდა დასრულდეს.დღეს, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მინისტრობის 8 კანდიდატს მოუსმენენ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საკომიტეტო მოსმენებს არც დღეს ესწრებიან. მინისტრობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები