LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა შევძლოთ ჭაობიდან ამოძრომა, არა რუსეთის ბაზარს – ამ სლოგანით უნდა მოქმედებდეს ყველა ქართული კომპანია – Gepherrini-ს დამფუძნებელი

75
20200721175247

არა რუსეთის ბაზარს – ამ სლოგანით უნდა მოქმედებდეს ყველა ქართული კომპანია, – ამის შესახებ ქართული კომპანია Gepherrini-ს დამფუძნებელი ილია გეფერიძე აცხადებს. მან „ბიზნესპარტნიორთან“ ბაზრების დივერსიფიცირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ არამარტო ჩვენ, ზოგადად, ქართულმა კომპანიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ  ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინონ. მესმის, რომ მაგალითად, ღვინის სექტორი და სხვა ქართული პროდუქტები რუსეთის ბაზართან საკმაოდ დაკავშირებულია, თუმცა, რაღაცნაირად უნდა შევძლოთ ამ ჭაობიდან ამოძრომა,“- აცხადებს გეფერიძე.

მისივე განმარტებით, Gepherrini-ს მიერ წარმოებული პროდუქცია რუსეთსა და უკრაინაშიც იყიდებოდა, თუმცა, მისი წილი მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 8%-ს შეადგენდა. „მაქსიმალურად ვცდილობდით ბაზრების დივერსიფიცირებას, გვინდოდა, რომ რუსეთში ნაკლები გაყიდვები გვქონოდა. ყოველთვის გვქონდა მოლოდინი, რომ რაღაც მოხდებოდა და გამართლდა კიდეც,“- განმარტავს ილია გეფერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ და იქვე დასძენს, რომ Gepherrini აღარ აპირებს რუსეთის ბაზარზე შესვლას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები