LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უნდა მომეცეს საშუალება, რომ პატრიარქისთვის წაყენებული ბრალი დავამტკიცო” – ერთი დღე სინოდის სკანდალურ სხდომამდე, იქნება თუ არა ის პატრიარქისთვის ბოლო

235
meufe da ilia meore

ხუთშაბათი, 11 თებერვალი, ქართული ეკლესიის ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად ჩაინიშნა.

მთელი საქართველოს ყურადღება სინოდის სხდომისკენ იქნება მიმართული.

სინოდის სხდომა ბოლო იქნება პატრიარქისთვის?

განკვეთენ თუ არა ეკლესიიდან მეუფე პეტრეს?

ეყოლება თუ არა ქვეყანას ახალი მიტროპოლიტები?

ესაა, კითხვები, რომელიც მნიშვნელოვანი დღის წინ გააჩინა რამდენიმე თეოლოგისა და მეუფის განცხადებამ.

უკვე ცნობილია, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე სინოდის სხდომას არ დაესწრება.

მნიშვნელოვანი დღის მოლოდინებზე, „ფორტუნამ“ მეუფე პეტრე ცაავას რამდენიმე კითხვით მიმართა.

ხვალ მნიშვნელოვანი სინოდის სხდომა გველოდება. უკვე ცნობილია, რომ თქვენ არ ხართ სხდომაზე მიწვეული. თქვენი ინფორმაციით.  რა მოხდება ხვალ? ეს იქნება პატრიარქის ბოლო სინოდის სხდომა?

მე არ ვფლობ ინფორმაციებს და არც  საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ტყუილ-მართალს ვეცნობი, რომ გავიგო მათ ნახევრად ნათქვამ სიმართლეში, რა შეიძლება იგულისხმებოდეს. ის ვიცი, რომ სინოდმა უნდა იმსჯელოს კანონიკური სამართლის ჩარჩოებში და კანონიკური სამართლის მიხედვით. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და უნდა შევიდეს დღის წესრიგში მოსაყდრის უკანონობა. აუცილებლად უნდა შევიდეს დღის წესრიგში მიტროპოლიტ პეტრეს უკანონო სარჩელის ქვეშ ყოფნა მთელი წლის განმავლობაში, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, რათა მეუფე პეტრეს მიეცეს საშუალება, რომ პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდება დაამტკიცოს საეკლესიო სასამართლოს ფორმატში. საეკლესიო სასამართლოს ფუნქცია უნდა შეასრულოს წმინდა სინოდმა.

გააპროტესტეთ სინოდის სხდომაზე რომ არ მიგიწვიეს?

ვის უნდა ვკითხო?

თუნდაც ანდრია ჯაღმაიძეს, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს…

ანდრია ჯაღმაიძეც შეუფერებელია თანამდებობისა და სასულიერო ხარისხისათვის.

ხომ არ ნანობთ 2019 წელს სინოდის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც პატრიარქს პიდარასტიის ცოდვით შეპყრობილი უწოდეთ…

მადლობას ვწირავ უფალს, რომ მომცა ძალა და ხმა ამამაღლებინა უსამართლობის წინააღმდეგ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, რომელიც თქვენი განკვეთის შემდეგ დაინიშნა ეპარქიაში, შეიძლება გადააყენონ. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?

როგორც ჩემთვის ცნობილია, ის თავად ჭორაობს და ავრცელებს ამ ინფორმაციას. უთავმოყვარეო ეპისკოპოსი ამბობს, რომ მე აქედან უნდა წავიდე, მიშვებენ და სხვას აგზავნიანო. ასე იმიტომ ხდება, რომ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და ვერც გაართმევდა. რადგან უსამართლობის, უკანონობისა და უპრინციპობის საფუძველით არის იქ მისული.

თეოლოგი ლევან აბაშიძე მიიჩბნევს, რომ სინოდის სხდომის წინ ატეხილი აჟიოტაჟი ძალით არის შექმნილი და სინამდვილეს დიდი ალბათობით ნაკლებად შეესაბამება. 

„საიდუმლო ინფორმაციას მე არ ვფლობ. არ ვიცი რა მოხდება წმინდა სინოდის სხდომაზე. სჯობს, რომ ერთი დღეც კიდევ დაველოდოთ. ზოგადად სინოდი განიხილავს იმ საკითხებს, რომლებსაც აყენებს საეკლესიო ცხოვრება. რა პრობლემებიც არის, იმ პრობლემებზე უწევთ მსჯელობა, შეიძლება ვიხილოთ ახალი გადაწყვეტილებები. მაგალითად ლაპარაკობენ, რომ ზოგიერთ ეპარქიას ეპისკოპოსი არ ყავთ და შეიძლება დაინიშნონო.

ჭორები, რომ თითქოს პატრიარქის გადაყენებას აპირებენ. იმის გამო რომ რაღაც რუსული თუ ამერიკული პროექტები უნდა განხორციელდეს. ჩემი აზრით, აბსურდულია“, – ამბობს თეოლოგი.

კითხვაზე, რამდენად კანონიერია, რომ სინოდის სხდომას არ დაესწრება მეუფე პეტრე, თეოლოგი ამბობს.

„ეკლესიიდან განკვეთენ თუ არა, ამაზე ახლა ვერავინ ვერაფერს იტყვის. რომ არ დაესწრება, ეს გასაგებია. მას გარკვეული სასჯელი აქვს, იმიტომ რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა მაღალ სასულიერო პირს, კერძოდ პატრიარქს. მიეცა დრო და საშუალება, რომ ეს მოენანიებინა, მაგრამ რასაც ვხედავთ, არის ის, რომ არ იჩენს არც სინანულს, არც თავმდაბლობას და კვლავ შეურაცხყოფას აყენებს ქართულ ეკლესიას. გუშინ, პატრიარქს უწმინდური უწოდა მისი გუნდი ბანდად მოიხსენია. ასეთ პირობებში მოწვევა და რაიმეს განხილვა არ ხდება ხოლმე. როდესაც ადამიანი არ ასრულებს საეკლესიო სასჯელს, რომელიც მას სინოდმა დაუწესა, აზრიც არ აქვს მის მოწვევას.

ამ თეზისში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. “- განმარტავს ლევან აბაშიძე.

რატომ იკრიბება სინოდი - რა შემთხვევაში გადადგება პატრიარქი? მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთენ?

„საქართველოში პატრიარქი არასდროს გადამდგარა 17 საუკუნის განმავლობაში“. 

თეოლოგი ფანტასტიკის სფეროდ მიიჩნევს, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 11 თებერვალის სინოდის სხდომა პატრიარქისთვის ბოლო იქნება.

„არანაირი კულუარული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ეს ვარაუდი , რომ პატრიარქი შეიძლება გადააყენონ, ფანტასტიკაა და შეუძლებელია.

შეიძლება, თეორიულად ყველაფერი მოხდეს, რამდენიმე წლის წინ რომის პაპი გადადგა, მაგრამ მიზეზს, რის გამოც მის გადადგომას ვარაუდობენ, არარეალურია.

ხვალ, როცა სინოდის სხდომა გაიმართება, გავიგებთ, ექსპერტები ჭორაობით არიან დაკავებული, თუ ჭინასწარ რაიმე ინფორმაცია მართლა ჰქონდათ“.- ამბობს ლევან აბაშიძე ჩვენთან საუბარში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები