სოფო ნიკოლაიშვილი, რომელიც 2019 წელს, ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ტრაგიკულად დაიღუპა, დღეს 21 წლის გახდებოდა.
“დავკარგე შვილი მასწავლებლების უყურადღებობით და ამ საქმისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე”
აღნიშნულ თარიღს სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს უძღვნის სოფოს და, ჟურნალისტი და აქტივისტი სალომე ბარკერი:
„უნდა იყოს 21-ის, მაგრამ არ არის.
უნდა იყოს მხიარული, თბილი, საყვარელი, ხმამაღალი, სწრაფი, ენერგიული, ჯიუტი, თან მაძიძგნიდეს ნერვებს, დამცინოდეს დაბალწელიან ჯინსებზე და, ზოგადად, „მილენიალურ სიგოიმეებზე“, ან საერთოდაც არ დამპატიჟოს დაბადების დღეზე და სადმე იყოს საგულაოდ წათრეული მეგობრებთან ერთად, ოცდაერთი წლისას დღეს უფროსი და რატო ენდომებოდა ვითომ. სოფიტა“, – წერს სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში.
უნდა იყოს 21-ის, მაგრამ არ არის. ?
უნდა იყოს მხიარული, თბილი, საყვარელი, ხმამაღალი, სწრაფი, ენერგიული, ჯიუტი, თან…
Posted by Salome Barker Nikoleishvili on ორშაბათი, 29 იანვარი, 2024
ცნობისათვის, სოფო ნიკოლაიშვილი 2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში სკოლის ექსკრუსიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ის ნინოწმინდის ჩანჩქერში ჩავარდა.
გარდაცვლილი სოფი ნიკოლეიშვილის დედა: „რას ვგრძნობ შენი დაკარგვიდან 23-ე დღეს? ვიხარშები…“