რუსეთის ოფიციალური განცხადება დიდად მისასალმებელი და სასიხარულოა, საიდანაც ჩანს, რომ რუსეთი მზადაა ყველა საკითხის გადასაჭრელად, – ასეთ კომენტარს აკეთებს რუსული მედიის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი.
“ვისაც ეს არ ესმის ან არ უნდა გაიგოს, ის უბრალოდ უგუნურია.
ინაშვილის განცხადებით ნატოს წვრთნების გამო, საქართველო- რუსეთს შორის ურთიერთობა ბოლო დროს ძალზედ დაიძაბა.
რუსეთი მზადაა ყველა საკითხის გადასაჭრელად. ჩვენც უნდა ვიყოთ მზად თანამშრომლობისათვის. – აცხადებს ინაშვილი
მისი განცხადებით, უნდა გავიგოთ, რომ არც მიგვიღებს ნატო და რუსეთისთვისაც მიუღებელია ნატოში ჩვენი გაწევრიანება.