ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არა მხოლოდ ორგანოების გადმოცემის, არამედ სხვა არაერთ ჭრილში – ამის შესახებ თეა წულუკიანმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად ამზადებს სტრასბურგში გასაგზავნ საჩივარს.
„ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არა მხოლოდ ორგანოების გადმოცემის ჭრილში, არამედ სხვა არაერთ ჭრილში; მათ შორის, სამართლებრივში, იმისთვის, რომ, როდესაც იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სახელმწიფოს სახელით რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანს საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში, იქ ყველა პროცედურული წესი მაქსიმალურად იყოს დაცული და ჩვენს მხარეზე იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ მივცეთ სამართლებრივად რაიმე კომპონენტის ეჭვქვეშ დაყენების საშუალება,” – განაცხადა წულუკიანმა.