“ვიტყოდი, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი, ის ადამიანი, ვისაც გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ ეხებოდა და კომპეტენტურია ამ საკითხში, მოსახლეობასთნ კომუნიკაციაში მუდმივად იყო. ეს არის როგორც ეკონომიკის, ისე ჩვენი სამინისტროს წარმომადგენელი ,” – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა “ნამოხვანჰესის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, “ნამოხვანჰესის“ შესახებ იყო ფორმალური და არაფორმალური შეხვედრაც. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე საკომიტეტო მოსმენის დროს.
“ვფიქრობ, კომუნიკაცია, შესაძლოა, არ იყო სრულყოფილი. თავიდანვე ამაზე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა გაცხადება, როდესაც მინისტრებს სთხოვა კომუნიკაციაში ჩართულიყვნენ,”- აღნიშნა დავითაშვილმა და დასძინა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი შედეგის მომტანი არასდროს ყოფილა.
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სწორი ფორმატები, დიალოგს აზრი ამ შემთხვევაში ექნება და მივიღებთ შედეგს. ჩვენ შეიძლება, ულტიმატუმის ენით ვისაუბროთ, მაგრამ შედეგის მომტანი ეს არასოდეს, არსად, არც ერთი მიმართულებით, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა, არა თუ კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტთან. არც ერთ პოლიტიკურ პროცესში ასეთი ტიპის ულტიმატუმებს შედეგი არ მოუტანია.
“რიონის მცველები” პიკეტირებას იწყებენ
ჩვენ ამის მომსწრე ვართ, მათ შორის, უახლოეს წარსულში. გვესმის, რომ მხოლოდ დიალოგით ხდება გადაწყვეტილების მიღება. უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს კონკრეტულ საკითხებზე უნდა ვესაუბროთ“, – აღნიშნავს დავითაშვილი.
ეჭვები ჩნდება, რომ აქცია არ არის მხოლოდ ჰესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ნიშნებს იძენს: გურამ მაჭარაშვილი