გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მცირეწლოვანი იაშვილის კლინიკაში მკურნალობს.
მას რამდენიმე გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა უკვე ჩაუტარდა, თუმცა ექიმების თქმით, მცირეწლოვანს კიდევ რამდენიმე ოპერაცია ესაჭიროება. როგორც ცნობილია, მცირეწლოვნის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს.
„მდგომარეობა რთულია.. ბავშვს თხემი საერთოდ არ აქვს, ტვინთან არ აქვს შეხება, მაგრამ მთავარია, შეხორცების დროს არ გართულდეს და ინფექცია არ წავიდეს..
პლასტიკური ოპერაცია კეთდება, გადანერგვა უნდა მოხდეს, ისევ ბავშვის სხეულიდან აღებული კანით, სულ 3 ოპერაცია უნდა ჩატარდეს, მაგრამ პირველი მაინც ყველაზე რთული და მძიმეა, 14 საათი მაინც გაგრძელდება.
მეორე არასრულწლოვანიც საავადმყოფოშია, ამასაც ღრმა ჭრილობა აქვს, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში არ არის“, – ამბობს ექიმი „მთავარ არხთან“.
ცნობისთვის, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ოზურგეთის სოფელ მერიაში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, 5 და 2 წლის ძმები დაკბინა.