LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმწეო მდგომარეობაში მყოფის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

74
Untitled design (3)

უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 12 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, ბრალდებულმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირი გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი 2020 წლის 12 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი დაკავებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები