ზაქარია ქუცნაშვილის შემდეგ, დეპუტატობას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი და “ქართული ოცნების” ამჟამინდელი წევრი დაემშვიდობა, თუმცა მიზეზები სხვადასხვაა. თუ ქუცნაშვილის მანდატი სერგეი გავრილოვს შეეწირა, ვანო ზარდიაშვილი დეპუტატი სავარაუდოდ, ეკა ბესელიასთან კონფლიქტის გამო აღარაა, თუმცა მან ზოგადი განმარტება გაავრცელა.
"გავრილოვი არათუ საქართველოს წინააღმდეგ არ იბრძოდა, ჯარშიც კი არაა ნამყოფი"...
დადგა დრო, დუმილი დავარღვიო - ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატობას ემშვიდობება
ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების მუდმივად იყო ტალახის სროლა და ის “საზოგადოების სხვადასხვა მხრიდან ერთგვარი სამიზნე გახდა”.
“ამ სამწლიანი ბინძური, ნეგატიური კამპანიის ფონზე ვერ მოიძიეს ვერც ერთი ფაქტი, ვერც ერთი მტკიცებულება, რომ რაიმე კანონის საწინააღმდეგო ან რამე ცუდი ჩამედინოს .. სხვის პირად მორალს არც არასდროს შევხებივარ და არც დღეს ვაპირებ ამის გაკეთებას.
ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები, რომლებსაც ამ ყველაფრის გამო ყოველდღიურად უდიდესი სტრესის გადატანა უწევთ.
დგება მომენტი, როდესაც ვალდებული ხარ გაუფრთხილდე საკუთარ ოჯახს და შენს გუნდს.
აქამდე მე ვიცხოვრე ისე, რომ არასდროს შემრცხვება სხვისთვის თვალებში ჩახედვის და ასე ვიცხოვრებ მომავალშიც…
მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს პარლამენტი და დეპუტატის მანდატი”, – აცხადებს ზარდიაშვილი.
ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ მანამდე განცხადება გააკეთა.
“მე მქონდა საუბარი ზარდიაშვილთან და ვიცი რა გეგმები აქვს მას…
ალბათ უპრიანი იქნება რომ ამასთან დაკავშირებით თავად ზარდიაშვილმა ისაუბროს. მე მაქვს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი არაერთხელ ,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი ირწმუნებოდა, რომ ეს საკითხი უმრავლესობაში არ განხილულა.
“ამის შესახებ პირველად გავიგე ტელევიზიის მეშვეობით, შესაბამისად, არანაირი მსგავსი საკითხი არც განიხილება, არც განხილულა გუნდში და არც მე არ გამაჩნია ამაზე ინფორმაცია”,- ამბობს ოხანაშვილი.
რაც შეეხება ოხანაშვილს წინამორბედს და ამ საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს – ეკა ბესელიას, ის აცხადებს, რომ ზარდიაშვილი მოსიარულე ნაღმია.
ის რომ ზარდიაშვილი დღეს "ქართული ოცნების" სახელით ლაპარაკობს, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა.
"კარგად მოხვდა" - ბესელიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ზარდიაშვილს დაარტყა [ვიდეო]
“გაუშვებენ, არ გაუშვებენ, წავა, არ წავა, დაატოვებინებენ მანდატს თუ არა, ამის მიუხედავად, ეს ადამიანი არის მოსიარულე ნაღმი, რომელზეც
პერიოდულად „ქართული ოცნება“ ფეთქდება, – აცხადებს ბესელია.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვოს. ის პარლამენტში დღეს სხდომაზე არ გამოცხადებულა.