LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობიდან წასული დეპუტატები ახალი ფრაქციის შექმნაზე საუბრობენ

129
1F3E7462-109D-47E1-A45A-34E347C5C226-w650-r1-s

თამარ ჩუგოშვილი ახალი ფრაქციის შექმნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ყოფილი ვიცე-სპიკერისა და უმრავლესობის ყოფილი წევრის განმარტებით, სამომავლო პოლიტიკურ ურთიერთობას მხოლოდ იმ დეპუტატებთან განიხილავს, რომლებმაც საკონსტიტუციო კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე უმრავლესობა დატოვეს.

“ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, ის ადამიანები არიან, ვინც ბოლო პერიოდში, საკონსტიტუციო კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე, უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ყველა, ვისთანაც საუბარი გვაქვს, არის ძალიან პრინციპული და პროფესიონალი. ამ ფრაქციაში, რომელიც იმედი მაქვს რომ შეიქმნება, ძალიან კარგი რესურსი იქნება იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში ჯანსაღი პოლიტიკური პოზიციები გვქონდეს“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ახალი ფრაქციის შექმნას არც უმრავლესობიდან წასული კიდევ ერთი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი გამორიცხავს. დეპუტატი ჯერ ამ თემის განხილვის აუცილებლობაზე საუბრობს.

ლოგიკურია, რომ ფრაქცია შეიქმნას, ვფიქრობ, არის ამის რესურსი. საბოლოო გადაწყვეტილებისთვის გვჭირდება, რომ ყველა შევიკრიბოთ, დავილაპარაკოთ და ჩამოვყალიბდეთ იმ რამდენიმე პრინციპზე, რომლის ირგვლივაც ვერთიანდებით” – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 12-მა დეპუტატმა უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა.