პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მარიხუანას ლეგალიზებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემხრობა. დეპუტატის განცხადებით, ის მარიხუანას მკაცრი რეგულირების მომხრეა.
„მე არ ვყოფილვარ არასდროს მომხრე, მე ყოველთვის ვითხოვდი, რომ მაქსიმალურად სწრაფად გაგვეკეთებინა მკაცრი რეგლამენტაცია, ანუ რეგულირება მარიხუანის მოხმარების. დღევანდელი მდგომარეობით მარიხუანა თამბაქოზე უფრო დაშვებული ხდება,“ – ამბობს აკაკი ზოიძე.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეც.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანაზე არის მაღალი რისკის შემცველი, სახიფათო. არ არსებობს არც ასაკობრივი ზღვარი, არც ზღვარი რეკლამირება პოპულარიზაციაზე, ქვეყანაში ძალიან სწრაფად გაიზრდება მომხმარებელთა რიცხვი,“ – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
საკონსტიტუციო სასამართლომ ადმინისტრაციული სასჯელი მარიხუანას მოხმარებაზე დღეს გააუქმა.