LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმძიმესი ტრაგედია რაჭის რაიონში – სოფელ თლუღში 14 წლის მოზარდი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა

160
ლუკა კბილაძე

უმძიმესი ტრაგედია რაჭის რაიონში – სოფელ თლუღში 14 წლის ლუკა კბილაძე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა კბილაძე შემთხვევით ნასროლ ბრმა ტყვიას ემსხვერპლა. აღნიშნული შესახებ საქართველოს კუდოს ფედერაციაც წერს, რომლის წევრიც გარდაცვლილი მოზარდი იყო და 14 წლის კუდოისტის, ლუკა კბილაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„ლუკა წლების განმავლობაში ამბროლაურში არსებულ კუდოს კლუბ ,,ავაზას“ წევრი იყო და სენსეი დავით დუშუაშვილთან ვარჯიშობდა. ვუთნაგრძნობთ დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კუდოისტებს.“ – ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ წერილში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულზე დაწყებულია გამოძიება, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები