გიგა ბოკერია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ეს განცხადება ადასტურებს იმას, რომ ქართული სზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით უმძიმესი პრობლემა აქვთ, ხოლო მეორემხრივ ეს ცხადყოფს, რომ მათ სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს.
ბოკერია აღნიშნავს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ამ სახიფათო რეჟიმის დამარცხება თვითმმართველობის არჩევნებზე, რათა ისინი იძულებულები გახდნენ დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
“ამ რეჟიმს და ივანიშვილს ესმით მხოლოდ საზოგადოების ძალის და საერთაშორისო წნეხის, ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ქვეყნის შიგნით მოქალაქეების მხრიდან წნეხი მათზე ამ არჩევნების შედეგით, რასაც მოყვება შემდეგ თავისუფალი სამყაროს წნეხი და რაც მიგვიყვანს იმ ამოცანამდე, რასაც ვადამდელი არჩევნები და ამ ძალის ჩამოშორება ჰქვია ხელისუფლებიდან.“ – განაცხადა ბოკერიამ.