LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმძიმესი კადრები ბუჩადან, სადაც კიდევ ერთი სამარხი იპოვეს: “დაღუპულებს ხელები მიბმული და თვალები ახვეული ჰქონდათ.. ბოლოს თითოეულ მათგანს ყურში ტყვია ესროლეს”

6092
BeFunky-collage (5)

კიევის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, 29 აპრილს ბუჩაში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც რუსმა სამხედროებმა აწამეს. საფლავი სოფელ მიროცკესთან მდებარე ტყეში აღმოაჩინეს.

როგორც ანდრეი ნებიტოვი წერს, მოკლულ უკრაინელებს ხელები ჰქონდათ შეკრული და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე წამების კვალი ეტყობოდათ.

პოლიციის ცნობით, ოკუპანტებმა კვალის დაფარვის მიზნით მოკლული კაცები ორმოში ჩაყარეს და მიწა დააყარეს.

“მსხვერპლებს დიდი ხნის განმავლობაში აწამებდნენ, მათ კიდურებზე ტყვიებით მიყენებული ჭრილობები აღმოვაჩინეთ. ბოლოს თითოეულ მათგანს ყურში ტყვია ესროლეს.

ეს ოკუპანტების მიერ გაკეთებული კიდევ ერთი მასობრივი სასაფლაოა ბუჩაში, მრავალტანჯულ დასახლებაში, სადაც 1 000-ზე მეტი მოქალაქე აწამეს და მოკლეს”. – თქვა კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გუშინ, 29 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევის რეგიონში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც 900 ცხედარი იყო. მისი თქმით, ამ ეტაპზე არავინ იცის, სულ რამდენი ადამიანი დაიღუპა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები