LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმძიმესი ფაქტი ბათუმში: მოზარდი თანატოლებმა სცემეს, აგინეს, ვიდეო გადაუღეს და “ტიკ-ტოკზე” ატვირთეს

958
1

ბათუმში არასრულწლოვანი თანატოლებმა სცემეს, შემდეგ ვიდეო გადაუღეს და სოციალურ აპლიკაცია “ტიკ-ტოკზე” ატვირთეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული 13 წლამდე ასაკის გოგონაა, რომელიც გავრცელებული ცნობითვე, მისმა თანატოლებმა რეინჯერების ძველ რესტორანში წაიყვანეს და სცემეს.

ცემისა და გინების ამსახველი კადრები მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

როგორც ვიდეოდან ირკვევა, ძალადობის მონაწილე ერთ-ერთი პირი მას მიმართავს:

“მითხარი, რა ხარ. მითხარი-მეთქი, რა ხარ, კიდევ გაიმეორე, თორემ დაგარტყამ კიდევ ერთხელ”.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლა უმძიმეს ფაქტს ადასტურებს.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.

არსებული ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციამ მშობლები სკოლაში დაიბარა, ისინი ადმინისტრაციის წევრებს ხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები