LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უმძიმესი ამბავი დასტურია ქვეყანაში არსებული სისტემური პრობლემებისა.. სად არის სკოლა, პოლიცია? ფაქტის წაყრუებამ და უმოქმედობამ კიდევ უფრო მძიმე შედეგამდე მიგვიყვანა“ – გოგა ხატიაშვილი ქმრის მიერ 14 წლის ცოლის მკვლელობაზე

352
Untitled design (1)

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 14 წლის გოგო, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში ექსპერტი გოგა ხატიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი განცხადებით, ეს არის უმძიმესი ამბავი, რომელიც ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს ადასტურებს. გოგა ხატიაშვილის თქმით, სახელმწიფომ ვერ შეძლო ბავშვზე ძალადობის ისეთი ფორმის დროული გამოვლენა, როგორიც ადრეულ ასაკში „ქორწინებაა“ .

„ეს უმძიმესი ამბავი არის დასტური ქვეყანაში არსებული სისტემური პრობლემებისა.

კრიტიკულად სუსტი და არათანმიმდევრულია პრევენციული და გამოვლენაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რადგან სახელმწიფომ ვერ შეძლო ბავშვზე ძალადობის ისეთი ფორმის დროული გამოვლენა, როგორიც ადრეულ ასაკში „ქორწინებაა“.

სად არის ასეთ დროს სკოლა ან ადგილობრივი პოლიცია ან ადგილობრივი თვითმმართველობა?! ფაქტის წაყრუებამ და უმოქმედობამ კიდევ უფრო მძიმე შედეგამდე მიგვიყვანა ?“, – წერს გოგა ხატიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები