Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
უმცირესობების წარმომადგენლებს უფლება აქვთ გამოხატონ თავისი აზრი საჯაროდ – ოთარ კახიძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმცირესობების წარმომადგენლებს უფლება აქვთ გამოხატონ თავისი აზრი საჯაროდ – ოთარ კახიძე

90

ყველა ადამიანს და განსაკუთრებით უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ უფლება გამოხატონ თავისი აზრი საჯაროდ, გამართონ შეკრება – ეს არის კონსტიტუციით დაცული უფლება და ამის გარანტი უნდა იყოს სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის ჩაშლილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ლგბტ საზოგადოებას არ აქვთ განცდა, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დაცული.

„სამწუხაროდ, 5 წლის წინანდელი დარბევა, რომელიც სახეზე გვქონდა, დღემდე არის გამოუძიებელი. დამნაშავეები არ არიან დასჯილი და სახელმწიფომ ეფექტური რეაგირება ვერ მოახდინა. წელს 12 მაისს ვიხილეთ, მორიგი შეტევა, როდესაც მოძალადე ჯგუფის შანტაჟით ხელისუფლებამ დაშალა კანონიერი აქცია და ნაცვლად იმისა, რომ ძალადობისკენ მომწოდებელი პირები დაეკავებინა და გაერიდებინა გამზირს, მან ავტობუსებით გაიყვანა კანონიერი, კონსტიტუციური აქციის მონაწილეები. ამ პირობებში გასაგებია ლგბტ საზოგადოების წუხილი. მათ არ აქვთ განცდა, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დაცული, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ შსს და სახელმწიფო უწყებები ვალდებული არიან უზრუნველყონ თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით ჩაგრული ჯგუფების და უმცირესობების უფლებების სრულფასოვანი რეალიზაცია,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები