ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს.
სააკაშვილი სარიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, წერს, რომ ის ძალიან უყვარს და თან ბოდიშს უხდის, რომ მასთან შეხვედრა ვერ მოახერხა.
სარიშვილი წერილის ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებს, საპასუხოდ მადლობას უხდის და ასევე სააკაშვილის სიტყვების მიხედვით, ხელისუფლების “განგრევის პირობასაც აძლევს.
“ირინა სარიშვილს
უმაგრესო, მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან მაგარი პოსტებისთვის.
ბოდიში, რომ აქამდე ვერ შევხვდით, მაგრამ იცოდე, ძალიან მიყვარხარ.
დარწმუნებული ვარ, რომ გავანგრევთ ამათ! – წერს სააკაშვილი.
ირინა სარიშვილი კი საკუთარ სტატუსში წერს:
“მეც მადლობა, მიშა!
მეც ბოდიში!
მეც ძალიან მიყვარხარ!
გავანგრევთ ამათ, აბა რას ვუზამთ და მალე შევხვდებით!” – წერს სარიშვილი.