„ღამის შოუს ბენდის“ ერთ-ერთი სოლისტი, ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში რჩეულთან, კონსტანტინე მოსიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„მეგობრის ბავშვის ნათლობაა“, – წერს თათა.
თათას და კონსტანტინეს ფოტოს როგორც ყოველთვის ამჯერადაც უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა.
„ულამაზესი წყვილი, ულევი ბედნიერება თქვენ“,
„აუ, რა კარგები ხართ“. – წერენ ფოტოს კომენტარებში.