ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანი ექსტრემალური ტურიზმის პოტენციალის მქონე ულამაზესი სოფელია. აღსანიშნავია, რომ სოფელში არის ჩანჩქერი, ქვის საწნახელი და უძველესი სალოცავები.
აქ მაცხოვრებლებს რაც შეეხება, სოფლის მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობას მისდევს. სოფელში განსაკუთრებით პოპულარულია ქვევრის ყველის წარმოება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვიდეორგოლს ავრცელებს, სადაც ამ სოფელში მცხოვრები ერთი ოჯახის -გიორგიძეების ცხოვრების წესს გვაცნობს.
გიორგიძეების ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ქვევრის ყველს აწარმოებს, როგორც ამბობენ, თიხა ყველს განსაკუთრებულ გემოს და თვისებებს სძენს.