ჩვენ უკვე წლებია გვყავს მთავრობა, რომელიც აყოლილია იმ პროპაგანდას, რაც ჩვენს მტერს ჰქონდა – თითქოს საქართველომ დაიწყო ომი, – ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ინფორმაციას, რომლის თანახმად ,,ქართული ოცნების” ლიდერები აგვისტოს ომის ხსოვნას პატივს 8 აგვისტოს მიაგებენ.
გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ ვინმე იმ ნარატივს მიჰყვება, რომ საქართველო მძინარე ცხინვალს თავს დაესხა, ეს არის სამარცხვინო
“აქედან ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ,არ გვყავდეს ისეთი მთავრობა, რომელიც ამას აკეთებს” – გიგა ბოკერია
ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა.