LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე Voulez-Vous-ში! – მამაკაცისა და ქალის განსხვავებული არომატები HUGO BOSS-ისგან

308

პარფიუმერულმა მაღაზიათა ქსელმა Voulez-Vous-მ მომხმარებელს კიდევ ერთი ცნობილი ბრენდის ორი სუნამო წარუდგინა. სუნამოები სახელწოდებით- BOSS THE SCENT FOR HIM და BOSS THE SCENT FOR HER მამაკაცებისა და ქალაბტონებისთვის შეიქმნა და HUGO BOSS-ს ეკუთვნის.

”BOSS THE SCENT FOR HIM -ის სურნელი წარმოადგენს BOSS-ის მამაკაცის სრულიად განსხვავებულ ასპექტს. ის აფასებს მის პირად და არა პროფესიულ მიღწევებს. ეს არის მამაკაცი, რომლის წარმატება ყოველთვის მაცდუნებელია. ეს ჩანს მის ქცევაში, ჩაცმულობასა და მის თვითდაჯერებულ ქარიზმაში. ამასთან, მამაკაცის არომატი BOSS THE SCENT FOR HIM ძლევამოსილი და მაცდური არომატია, რომელიც ააფორიაქებს თქვენს გრძნობებს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე”, – აცხადებენ Voulez-Vous-ში.

მათივე ცნობით, სუნამო შეიცავს ექსკლუზიურ ინგრედიენტს-აფროდიზიაკს, აფრიკულ მანინიკას ხილს. მანინიკას ხილი აღძრავს რაღაც უფრო სიღრმისეულის და გამორჩეულის შეგრძნებას: სურვილის და მოგონებების ძალას. BOSS THE SCENT for him არის სურნელი, რომლის საბაზისო ნოტაა ტყავი. ეს არის ძლიერი, ორიგინალური და დაუვიწყარი არომატი.

”რაც შეეხება სუნამოს ფლაკონს, ის შეიცავს გრძნობების აღმძვრელ ქარვისფერ სითხეს, ის ვერცხილსფერ გალიაშია მოქცეული, რომელიც თითქოს იჭერს ცდუნების სულისკვეთებას ამ არომატის დინამიური ძალის გამოფრქვევამდე. BOSS THE SCENT for him-ის სახე არის ქარიზმატული ჰოლივუდის მსახიობი თეო ჯეიმსი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფანტასტიკის ჟანრის ტრილოგიაში „დაივერჯენთი”,- განმარტეს პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში.

მათივე ცნობით, BOSS THE SCENT for him წარმოდგენილია წარმოდგენილია 50 მლ და 100 მლ ფლაკონებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, THE SCENT–ის მამაკაცის არომარტის წარმატების შემდგომ, 2016 წელს გამოვიდა მისი მეწყვილე, არომატი ქალბატონისთვის THE SCENT for her. BOSS–ის ეს სუნამო შთაგონებულია ცდუნების ხელოვნებით.

”მდიდრული და მგრძნობიარე არომატი არის მამაკაცის სურნელის შეუდარებელი ანალოგი ქალისთვის, რომელიც შექმნილია იდუმალი და მაცდური ძალის გამოსავლენად და მომნუსხველი მიზიდულობის საბურველში ახვევს ქალს. ეს არომატი შექმნილია HUGO BOSS–ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, ჯეისონ ვუს შემოქმედებითი ხედვით, მასში იგრძნობა ჯეისონ ვუს მიდგომა BOSS-ის ქალის ხაზის მიმართ. BOSS-ის ქალბატონი არის ძლიერი და ამავდროულად ძალიან ქალური. ფლაკონის დიზაინის შთაგონების წყაროდ იქცა მამაკაცის პერანგის მანჟეტების საკინძი, რომელსაც ძალიან ჰგავს ფლაკონის თავსახური და იდეა, რომ საკეტის მცირედი მობრუნებით შესაძლებელია მამაკაცისა და ქალის სამყაროები ერთმანეთს შეერწყას”, – განმარტეს Voulez-Vous-ში.

მათივე ცნობით, BOSS THE SCENT for her წარმოდგენილია წარმოდგენილია 30 მლ, 50 მლ და 100 მლ ფლაკონებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები