”ვითიბი” ბანკის „ექსპრეს“ ფულადი გზავნილების გაგზავნა „ნოვას“ სწრაფი ფულადი გადახდის ტერმინალებით გახდა შესაძლებელი. მთელი საქართველოს მასშტაბით „ნოვას“ ხუთი ათასი ტერმინალით გაგზავნილი თანხის მიღება შესაძლებელია, ერთ წუთში, ”ვითიბი” ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
გზავნილის თანხა მერყეობს 5-დან 1000 ლარამდე, საკომისიო კი 3-5 ლარის ფარგლებში.