მომღერალი ნინო ბაშარული სოციალურ ქსელში ოპერაციის შემდეგ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.
„მუსიკა და მზე მჭირდება ახლა ყველაზე მეტად ☀️
უკვე სეირნობაც ნებადართულია, მართალია დრენაჟის სისტემასთან ერთად, მაგრამ ცხოვრება მშვენიერია მაინც“. – წერს ნინო ბაშარული სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ნინო ბაშარულს ფილტვის თანდაყოლილი მანკი აღმოაჩნდა, მას ცოტა ხნის წინ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.