LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე ოფიციალურად! ჯონ სნოუ ცოცხალია

1654

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ თაყვანისმცემლები უკვე დიდი ხანია მსჯელობენ პროექტში კიტ ჰარინგტონის დაბრუნებაზე. მეექვსე სეზონი ეს ესაა დაიწყო და სიმართლეც უკვე გაირკვა. ცოტა ხნის წინ ტელეარხმა HBO-მ სერიალის მორიგი ეპიზოდის სპოილერი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ჯადოქარი ქალი ჯონ სნოუს მკვდრეთით აღადგენს. თავის მხრივ სნოუს როლის შემსრულებელმა კიტ ჰარინგტონმა ბოდიში მოუხადა თაყვანისმცემლებს, რომ ამდენი ხნის მანძილზე იტყუებოდა: „მე ბოდიშს ვიხდი. მართლაც ვწუხვარ მათზე, ვისი მოტყუებაც მომიწია. ყველაზე მეტად ადამიანების გულგრილობის მეშინოდა. ვფიქრობდი, რომ იტყოდნენ, დაე მოკვდეს, მერე რა. აღმოჩნდა, რომ ხალხი მართლაც ღელავდა. გამოდის, რომ ყველაფერი რასაც ვაკეთებ და რაც პროექტში კეთდება, სწორია“, – აცხადებს მსახიობი.

შეგახსენებთ, რომ კიტ ჰარინგტონი ამ დრომდე უარყოფდა პროექტში საკუთარი გმირის დაბრუნებას. ასევე სიმართლეს არ ამხელდა სერიალის რეჟისორიც, რომელმაც სნოუს პროექტში დაბრუნების ამბავი ბარაკ ობამასაც  კი დაუმალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები