LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის უკვე მესამედ გახდა უკანონო დაკავების მსხვერპლი – რას ამბობს ცნობილი ფეხბურთელი (ვიდეო)

581
51604115-2044567045628996-5084015267164454912-n

ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი მისი ცოლის ძმის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის უკვე მესამედ გახდა უკანონო დაკავების მსხვერპლი.

“წინა ორ შემთხვევაში ის გამართლდა და გათავისუფლდა, ამჯერად კიდევ ერთხელ მოხდა მისი დაკავება აბსურდული მიზეზით, საუბარია კვლავ იარაღის უკანონო ტარებაზე, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება სხვადასხვა გარემოების გამო. მსგავსი გამოხმაურებები ჩემი მხრიდან ნამდვილად უჩვეულოა, თუმცა იმედი მაქვს, რომ დროულად მოხდება ამ შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება და უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება,” – აღნიშნა ვაკო ყაზაიშვილმა.

მისი მეუღლე გვანცა ნიშნიანიძის ვიდეომიმართვაში კი ნათქვამია, რომ მის ძმას არაერთხელ დაემუქრნენ იარაღისა თუ ნარკოტიკის ჩადებით. ერთხელ, მსგავსი ბრალდებით დაკავებისას კი ის გამართლდა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, როგორც უწყებაში “ფორტუნას” განუცხადეს, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აღიძრა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ნ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ნ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს,” – აცხადებენ შსს-ში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები