LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკვე მესამე წელია საპყრობილეში, მარტოობაში ხვდება” – დღეს მამა გიორგი მამალაძის დაბადების დღეა

182
1533121599

დღეს ციანიდის საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძის დაბადების დღეა. ის უკვე მესამე წელია ციხეშია, დღეს კი 35 წელი შეუსრულდა.

დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი ძმა თორნიკე მამალაძე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის ძმას განსაკუთრებული ნებისყოფა აქვს.

“დღეს მამა გიორგის დაბადების დღეა. უკვე მესამე წელია საპყრობილეში მარტოობაში ხვდება ამ დღეს. 35 წლის გახდა. ალბათ განსაკუთრებული ნებისყოფა უნდა გქონდეს ადამიანს, სიცოცხლის ყველაზე აქტიური და ხალისიანი წლები ოთხკედელში გამოკეტილმა, მარტოობაში გაატარო და ამ პირობებში რწმენა და სიმტკიცე ისე შეინარჩუნო, როგორც – ჩემმა ძმამ. გილოცავ, მამაო!” – წერს თორნიკე მამალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები