“უკვე მერამდენე რუსი სტუმარი მალავს რომ რუსია”,- ამის შესახებ ჟურნალისტმა, მარინა სალუქვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
უმეტესობას გსმენიათ ჩვენი ზაზანოვას შესახებ. ჩვენიანებიც გვსტუმრობენ და ბევრი უცხოელიც გვწყალობს. ერთი რამ შევამჩნიე – უკვე მერამდენე რუსი სტუმარი მალავს რომ რუსია, ხან უკრაინელობას იბრალებენ, ხან ევროპის რომელიმე ქვეყნიდან ვართო, ასე გვეცნობიან. ჩვენი ეშინიათ, სცხვენიათ საკუთარი ქვეყნის მაგივრად თუ რა ხდება? – წერს მარინა სალუქვაძე.
მარინა სალუქვაძე და ზაზა მარჯანიშვილს დიდ სიყვარულთან ერთად ბიზნესი და შემოქმედებითი მუშაობა აკავშირებთ. წყვილი ერთად მართავს ბარს “ზაზანოვა”.