კიდევ ერთი გაუჩინარებული მოზარდი – 15 წლის ნინო ჯარიაშვილს უკვე მეხუთე დღეა ეძებენ. დაკარგული მოზარდის მამამ “ტელეკომპანია პირველთან” საუბარში ამბობს, რომ მისი გაუჩინარების შესახებ მოზარდის დედამ ინფორმაცია კვირას, 19 ივლისს შეატყობინა.
“კვირა დღეს, 19 ივლისს გავიდა სახლიდან, დედამისმა დარეკა, რომ ბავშვი დაიკარგა, მე ვუთხარი, რომ გაეკეთებინა განაცხადი. კვირა დღიდან ვეძებთ. ვისთანაც მეგობრობს და ახლობლობს ყველა შემოვიარე აბსოლუტურად და ვერ ვნახე. ყველა მეუბნება, რომ არ იციან. პოლიცია ყოველდღე გვირეკავს და გვეუბნება რომ ბავშვი იძებნება. არ არის ეგეთი ბავშვი რომ ესე ადგეს, წავიდეს და დაიკარგოს. ჩემთან დადებითი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა”, – აცხადებს მოზარდის მამა, გუგა ჯარიაშვილი.
მოზარდი თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე დედასთან ერთად ცხოვრობდა.