LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე გვაქვს შესაძლებლობა, “ფაიზერთან” პირდაპირი მოლაპარაკებები ვაწარმოოთ: ეკატერინე ტიკარაძე

70
ეკატერინე ტიკარაძე

“უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ “ფაიზერთან” ვაწარმოოთ პირდაპირი მოლაპარაკებები. ჩვენ მივიღეთ მათგან თანხმობა და დღესდღებით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს კოვაქს-პლატფორმის მიღმა “ფაიზერის” შემოტანაზე საუბარი ქვეყანაში.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინის მწარმოებელი კომპანია “ფაიზერი” ასევე მზად არის, რომ საქართველოს დოზების გარკვეული რაოდენობა მიაწოდოს:

“დღეის მდგომარეობით, დადებითი მოლაპარაკება, რომელიც გასულ კვირას არ გვქონდა და – მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება მნიშვნელოვანი სიახლე – არის “ფაიზერთან” წარმართული მოლაპარაკებები.

ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ “ფაიზერთან” ვაწარმოოთ პირდაპირი მოლაპარაკებები. ჩვენ მივიღეთ მათგან თანხმობა და დღესდღებით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს კოვაქს-პლატფორმის მიღმა “ფაიზერის” შემოტანაზე საუბარი ქვეყანაში და “ფაიზერის” მხარეც მზად არის, რომ საქართველოს მიაწოდოს გარკვეული რაოდენობა დოზების.” – აღნიშნა მინისტრმა.

ტიკარაძე ასევე გამოეხმაურა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

მინისტრმა თქვა, რომ ამ დროისთვის, უკვე დარეგისტირებულია 3 500-მდე მოქალაქე და აცრილია 500 ექიმი. მან აღნიშნა, რომ დარწუმებულია, საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც ვაქცინაციის პროცესი სწორად და შეურეფხებლად წარიმართება.