შესყიდვების სააგენტოს მიერ 60 თეთრი ფერის პიკაპის შესყიდვაზე ტენდერი დასრულდა. მთავრობას აღნიშნულ ავტომობილებს კომპანია „ჯი-თი მოტორსი“ მიაწვდის.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კონსოლიდირებულ ტენდერში უმცირესი ფასი 5 909 640 ლარი სწორედ შპს „ჯი-თი მოტორსმა“ დააფიქსირა.
შეგახსენებთ, მთავრობამ 60 თეთრი პიკაპის შესყიდვაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. ბოლო ტენდერში წინადადებების მიღება 22 აპრილს დაიწყო და 23 აპრილს დასრულდა. სატენდერო პირობების მიხედვით, მომწოდებელი ვალდებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება 2021 წლის 1-ელ ივლისამდე განახორციელოს. ავტომობილების შესყიდვის სავარაუდო თანხა 5 983 200 ლარი იყო, თუმცა, როგორც გაირკვა, „ჯი-თი მოტორსმა“ ყველაზე მცირე თანხა შესთავაზა.