LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკვე ბევრი ნახვები აქვს” – ზურაბ ჯაფარიძემ საარჩევნო რეკლამა კვლავ PornHub-ზე განათავსა

247
ზურა პორნო

„გირჩი -მეტი თავისუფლების“ ლიდერმა  ზურა ჯაფარიძემ რეკლამისთვის პორნო საიტი  PornHub-ი აირჩია.

რეკლამის იგივე მეთოდს მიმართა მან, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას.

„არ გპირდებით ზომის გაზრდას.

მეტი სექსი – მეტი თავისუფლება“ – ასეთი წარწერა ჰქონდა წლების წინ მის ფოტოს პორნოსაიტზე.

თემაზე „ფორტუნა“ გირჩის პარტიის პრესსამსახურს ესაუბრა:

რეკლამისთვის კვლავ პორნო საიტი რატომ აირჩიეთ? საიტზე რეკლამის განთავსება აბსოლუტურად უფასოა და როგორც ჩანს, ეფექტიანი.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გვქონდა ასეთი რეკლამა გაშვებული და რა თქმა უნდა, ეფექტურია. ჩვენ  თანხა, რომ გავაკეთოთ ფასიანი სატეელვიზიო და სხვა  რეკლამები, არ გვაქვს.

უფასო სარეკლამო დროც არ გვეკუთვნის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პარტია ახალი დარეგისტრირებულია და არჩევნებში პირველად ვიღებთ მონაწილებას. აქედან გამომდინარე, პირველად რომ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო, ისევ გამოვიყენეთ ეს მეთოდი. ჩვენ ზოგადად ვცდილობთ, კრეატიულობით და ორიგინალურობით მივიტანოთ ჩვენი ხმა ამორჩევლამდე.

გამოხმაურებები როგორია?

როგორც ვიცი, საკმაოდ ბევრი ნახვები აქვს რეკლამას. გარდა ამისა, თითქმის ყველა მედიასაშუალების ყურადღება მივიქციეთ. ჩვენი მიზანი რაც იყო, რომ ხალხამდე მისულიყო ეს ამბავი, გამოვიდა.

რეკლამის იდეა ვის ეკუთვნის?

თემასთან დაკავშირებით პარტიის სოცმედიის გუნდმა იფიქრა. იდეას კონკრეტული ავტორი არ ჰყოლია. უბრალოდ მსჯელობის დროს მივედით დასკვნამდე, რომ ასეთი რეკლამა კარგი იქნებოდა.

შეგახსენებთ, 2018 წელს ზურა ჯაფარიძის საარჩევნო დაპირება პორნო საიტზე ასე გამოიყურებოდა:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები