LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკვე აღარ მინდა არავის შეყვარება, ჯობია კაცმა იფიქროს რა გააკეთოს ჩემი ბედნიერებისთვის” – ლოლა წერეთელი

1006
BeFunky-collage (6)

მომღერალმა ლოლა წერეთელმა თოქ-შოუ „პროფილში“ გიორგი წერეთელთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. ლოლა განქორწინების მიზეზებს დეტალურად ვერ ასახელებს. ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი ყოფილ ქმართან დადებული კონტრაქტის გამო ეკრძალება.

ლოლას გიორგისთან განქორწინებაზე საუბარი ამ ეტაპზე აღარ უჭირს, თუმცა აღნიშნავს, რომ დაშორებიდან ერთი წელი მისთვის ძალიან მძიმე იყო.

“ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, აღარ ვუკავრდი ალბათ… კონტრაქტი მაქვს და ახლა ვერ ვლაპარაკობ ამაზე. არ ველოდი ეგეთ კონტრაქტს. ხომ არიან ოჯახები, რომ ქალი ღალატობს ან არ მუშაობს, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და დიასახლისობა არ უნდა.

ჩვენ კი პრაქტიკულად ყველაფერს ერთად ვაკეთებდით და არასოდეს არ იყო ეს პრობლემა. მაგრამ, ალბათ ადამიანს, როცა აღარ უნდა ცხოვრება შენთან ერთად, რაღაც არანორმალურ მიზეზებს ეძებს…”- ამბობს ლოლა და დასძენს, რომ ურთიერთობას არა, მაგრამ დაკარგულ წლებს ნანობს.

“უკვე აღარ მინდა ნერვიულობა, შეყვარება, აღარ მინდა ვიღაცაზე ვიფიქრო, ჯობია შევუყვარდე და კაცმა იფიქროს, რა გააკეთოს ჩემთვის, რომ ბედნიერი ვიყო…შეიძლება მეც დავაკარგინე მაგას დრო”

https://www.facebook.com/181953955226637/videos/300505137830214

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები