LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე აღარ არის ის დრო, ქუჩაშიც პირბადით უნდა ვიაროთ: მარინა ენდელაძე

133
BeFunky-collage - 2020-10-15T113828.546

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნულ კლინიკაში ამ დროის მონაცემებით 62 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს და უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება საშუალო და საშუალოზე მძიმედ. ამის შესახებ მარინა ენდელაძემ დილის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, კლინიკაში არც მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტი არ ჰყავთ. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით მძიმე პაციენტებს, აცხადებს, რომ სხვადასხვა სტაციონარში კრიტიკულად მძიმე 70-მდე პაციენტი მკურნალობს.

919 ახალი შემთხვევა, აქედან 366 თბილისში – კორონავირუსის ანტირეკორდი საქართველოში

ენდელაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შექმნილ სიტუაციას წარმატებით უმკლავდება, რასაც მისივე თქმით, უწყებების კოორდინირებული მუშაობა უწყობს ხელს. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვირუსის პრევენციის მიზნით წესების დაცვისკენ, განსაკუთრებით პირბადის ტარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“უკვე არ არის ის ეტაპი, როცა მხოლოდ შეზღუდულ სივრცეებსა და სოციუმებში იყო პირბადე, უკვე ქუჩაშიც უნდა ვიაროთ პირბადით, რადგან შესაძლოა ინფიცირებულთან ახლო კონტაქტი მოგვიწიოს. ამდენად, აუცილებელია რეგულაციების სერიოზულად დაცვა.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება მდგომარეობას და ჯერჯერობით არის რესურსი. სერიოზული კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება სასუნთქი აპარატების საკითხს, ვიცი, რომ ყველა სტაციონარში დაემატა, ამდენად ამ მხრივ პრობლემა არ შექმნება” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღეს კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა