უკრაინამ ლატვიისგან კიდევ 6 ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, M109 მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
“კიდევ 6 M109 ჰაუბიცა, რომელიც ახლახან შემოვიდა უკრაინაში ლატვიიდან, უკვე აჩვენებს შედეგებს ბრძოლის ველზე. გულწრფელად მადლობელი ვარ ჩემი ლატვიელი კოლეგის, არტის პაბრიკსის და ლატვიელი ხალხის მათი ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნულია რეზნიკოვის „ტვიტში“.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში