ბოლო პერიოდში, 59 წლის ჯორჯ კლუნი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. მსახიობი გამოცემა GQ-ს დეკემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა. მსახიობმა უამრავ თემაზე ისაუბრა, თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც მისი საჩუქარი იყო, რომელიც მან 2013 წელს 14 საუკეთესო მეგობარს აჩუქა. კლუნმა უახლოეს მეგობრებს მილიონ-მილიონი დოლარი დაურიგა. შემდეგ კი აღიარა, რომ ამალიამდე ვერც კი იფიქრებდა, რომ ოდესმე დაქორწინდებოდა და შვილები ეყოლებოდა.
ამჯერად ვარსკვლავმა პანდემიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იზოლაციას მომზადებული შეხვდა. ჯორჯმა აღიარა, რომ უკვე 25 წელია წვერსა და თმას თავად იჭრის და დღესაც იმ საპარსით სარგებლობს, რომელიც 90-იან წლებში შეიძინა.
„უკვე 25 წელია ერთი და იმავე საპარსით ვიპარსავ წვერს, საპარსი დღესაც იდელურად მუშაობს “– აცხადებს კლინი.