უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ქვეყნის ყოფილი, გაქცეული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში იმყოფება, კრემლი კი ცდილობს ის უკრაინის პრეზიდენტად გამოაცხადოს.
დაზვერვის მოსაზრება უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
“აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი სცენარით, რუსული მხარე შეეცდება ის უკრაინის პრეზიდენტად გამოაცხადოს.
მიღებული ინფორმაცია მიუთითებს კრემლის მიერ რაიმე სახის საინფორმაციო ოპერაციის ან ქმედების შესაძლო მომზადებაზე, ეს შეიძლება იყოს ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის უკრაინაში დაბრუნება ან უახლოეს მომავალში მისი სახელით უკრაინელი ხალხისადმი მიმართვის გამოქვეყნება”, – წერენ მედიასაშუალებები.
შეგახსენებთ, 2013 წლის ნოემბერში, ევრომაიდანზე განვითარებული მოვლენების შემდეგ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იძულებული გახდა, ჯერ კიევი, შემდეგ კი ქვეყანა დაეტოვებინა და რუსეთში გაიქცა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: