უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი უკრაინის ტერიტორიაზე, იზიუმის მახლობლად დაიჭრა, ხოლო 20 ოფიცერი დაიღუპა.
„66 წლის გერასიმოვი მარჯვენა ფეხშია დაჭრილი ძვლის მოტეხილობის გარეშე. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არმიის გენერალი გერასიმოვი და სხვა ოფიცრები სამეთაურო პუნქტში ისხდნენ, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი დარტყმა განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, 20 ოფიცერი დაიღუპა“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.