LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული მედია: რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვში საცხოვრებელი სახლების დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა

116
ომი - ჯარი

რუსეთის სამხედროების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ეს არის სამხედრო დანაშაული და გენოციდი.

„დაბომბვის შედეგად, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, შეუძლებელია სამაშველო სამსახურების მობილიზება შედეგების სალიკვიდაციოდ. მხოლოდ ამ წუთისთვის 11 გარდაცვლილია და ათეულობით დაჭრილი“, – განაცხადა სინეგუბოვმა.

მისი თქმით, მტერი ხარკოვის საცხოვრებელი კვარტალების დაბომბვას განაგრძობს, სადაც არ არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა ან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები.

„ადამიანებს ხოცავენ დღისით, როდესაც ისინი გამოვიდნენ წამლებისა და მედიკამენტების საყიდლად. ეს დანაშაულია. რუსეთი იყენებს მძიმე საარტილერიო იარაღს“ , – განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები