LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინულ ავიაკომპანიას მგზავრები აეროპორტში დარჩა

84
mayukraina

უკრაინულ ავიაკომპანიას მგზავრების ნაწილი აეროპორტში დარჩა. შემთხვევა კიევიდან ოდესისკენ მიმავალ რეისზე მოხდა და ავიაკომპანია May-ს მგზავრთა ნაწილმა ბორისპოლის აეროპოტიდან ვერ გააღწია.

წინასწარი ინფორმაციით, 30-მდე ადამიანი ტერმინალიდან თვითმფრინავამდე არ მიიყვანეს და ლაინერი მათ გარეშე გაფრინდა. გაუგებრობის მიზეზი კი აეროპორტის თანამშრომლების შეცდომა გახდა. უფრო ზუსტად, ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მთავარი არეულობაც ამის შემდეგ დაიწყო. თვითმფრინავამდე მისვლა ვინც მოასწრო – გაფრინდა და ვინც ვერა – დარჩა.

ავიაკომპანიამ დარჩენილ მგზავრებს ბოდიში მოუხადა და პირობა მისცა, რომ დანიშნულების ადგილისკენ მათ უახლოეს მომავალში გაუშვებენ. მანამდე კი რამდენიმე პრობლემის მოგვარებაა საჭირო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები