LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინისთვის საქართველოში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის მეორე ნაწილის გაგზავნის პროცესი დაიწყო

93
IMGL9769

საქართველოს ფოსტამ, უკრაინისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების ტვირთის მეორე ნაწილის გაგზავნის პროცესი დაიწყო.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთის მობილიზების პროცესში, აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო და კერძო სექტორი.

ჰუმანიტარული ტვირთი არამალფუჭებადი საკვების, პირველადი მოხმარების საგნების, სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები