LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ნახონ, რომ ქართველები მხარს უჭერენ მათი ქვეყნის მომავალს – ოპოზიციონერები უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ

77
სალომე სამადაშვილი

ოპოზიციური პარტიები უკრაინის მიმართ მხარდამჭერი რეზოლუციის დროულად მიღების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

როგორც “ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, აქ არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე პოლიტიკურ განსხვავებებს ადგილი, იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესი და მათ შორის უკრაინელი მეგობრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნახონ, რომ მათი ქვეყნის მომავალს ნატოსა და ევროკავშირში მხარს უჭერს ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოში

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა ობოლაძის თქმით, ქართველ ხალხს ისევე როგორც უკრაინელ ხალხს, აქვს მშვიდობიანად და დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელების უფლება.

აქედან გამომდინარე, ობოლაძის განცხადებით, თუ იქნება რაიმე ტიპის რეზოლუცია, რომელიც მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს, რაც უფრო მეტი პოლიტიკური პარტიის კონსოლიდირება მოხდება ამ რეზოლუციის თუ განცხადების გარშემო, იქნება უკეთესი.