LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინის ყველა მტერი უმწეო სიტუაციაში ჩავარდება, პაიკები ამოიწურება, ძლიერი ფიგურები აღარ დარჩება“ – ზელენსკი უკრაინელ მოჭადრაკე ქალებს ოქროს ტიტულს ულოცავს

89
Untitled design

ისტორიაში მეორედ – უკრაინის ქალთა ნაკრებმა ჭადრაკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გამარჯვებულებს მადლობას უხდის.

“თქვენი შედეგებით მთელი ქვეყანა ამაყობს.

მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის და უკრაინის დროშის კვარცხლბეკზე აღმართვისთვის.

ლურჯი და ყვითელი ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში იქნება. გამბიტების გარეშე – სანაცვლოდ არაფრის შეწირვის გარეშე – ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენი მიწის ყოველ უჯრედს.

მიუხედავად ბლოკადებისა და პათეტიკური მუქარისა, რომ ორ სვლით გაგვანადგურებს, ადრე თუ გვიან უკრაინის ყველა მტერი უმწეო სიტუაციაში ჩავარდება, როდესაც მათი რომელიმე ნაბიჯი პარტიის დაკარგვას გამოიწვევს. პაიკები ამოიწურება. ძლიერი ფიგურები აღარ დარჩება და “გაშიშვლებული” მეფე გაიგონებს: “შახ”, “მატ”, (მეფე მკვდარია) დიდება უკრაინას!” – წერს ზელენსკი.

ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა პირველი ოქრო 2006 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა. წინა ოლიმპიადაზე კი მეორე ადგილი დაიკავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები