უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს.
ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშუკმა განაცხადა.
„პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებულების თანახმად, ტყვეების რიგით მეორე გაცვლა შედგა ფორმულით „86-86-ზე“. სახლში მოგვყავს ჩვენი 86 სამხედრო, მათ შორის 15 ქალი“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
24 მარტს, უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები პირველად გაცვალეს.