„უკრაინის ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდას 10 წელზე მეტი დასჭირდება“, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, „უკრაინა ახლა ნაღმებით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქვეყანაა მსოფლიოში და სახმელეთო ნაღმებს კვლავ ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე“.
„უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, ნაღმებისგან უკრაინის ტერიტორიის გაწმენდას შესაძლოა 10 წელზე მეტი დასჭირდეს. ეს პროგნოზი ოპტიმისტურია, რადგან ძნელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შეფასება”. – წერს გერაშენკო.
?? is now one of the most mine-contaminated countries globally. ?? landmines keep taking lives of civilians in ??. According to ?? officials, it may take 10+ years to clear ?? of mines. It is an optimistic forecast, as it is hard to assess the impact on the occupied territories. pic.twitter.com/OOBZTm36bC
— Anton Gerashchenko (@Gerashchenko_en) July 17, 2022