უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მინიმუმ სამი ორეული ჰყავს.
ამის შესახებ ბუდანოვმა ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.
„მე პირადად, მოდით, ასე ვთქვათ „პუტინის ექსპერტი“ არ ვარ. ჩემთვის, არსებობს მისი ზუსტად სამი ორეული და მათ მყისიერად ვხედავ [ვარჩევ ერთმანეთისგან]. უბრალოდ, საჭიროა ინფორმაციის დამუშავება იმის შესახებ, თუ რამდენი ორეული ჰყავს მას სინამდვილეში“, – თქვა ბუდანოვმა.