უკრაინის საპატიო პატრიარქს ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ჰოსპიტალიზებულია. კიევის ყოფილი მიტროპოლიტის დაინფიცირება დაადასტურა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურმა.
ამ ფაქტის შესახებ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ის საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
უკრაინაში ინფიცირების 133 787 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 61 649 გამოჯანმრთელდა, 2 811 პაციენტი კი გარდაიცვალა.