უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლოკალიზებულია.
უწყების ცნობით, ხანძარი 2 000 კვადრატულ მეტრის ფართობზე დაფიქსირდა.
„05:55 საათზე ქალაქ ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში (ზომა 60X40) ლოკალიზებულია ხანძარი 2 000 კვადრატულ მეტრის ფართობზე. წინასწარი ცნობით, დაშავებულები და მსხვერპლი არ არის“,- ნათქვამია განცხადებაში.
ჯონსონი: პუტინის უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას
ზელენსკი: ევროპამ უნდა გაიღვიძოს! თუ აფეთქება მოხდა, ეს იქნება ყველაფრის დასასრული
ვითარება უკრაინაში – განვითარებულ მოვლენებზე მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: