LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში 20 ათასამდე უკრაინელია

195
ანდრი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვის ინფორმაციით, საქართველოში უკრაინის დაახლოებით 20 ათასი მოქალაქეა.

მან საელჩოში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ხელისუფლებასა და მოქალაქეებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

„თქვენ იცით, რომ საქართველოში იმყოფებიან უკრაინელები. მათი რაოდენობა თითქმის 20 ათასია, ეს არის ზოგადი რიცხვი. ეს რიცხვი ყოველდღე იცვლება. ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საელჩო მჭიდროდ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რომ დახმარებასა და მხარდაჭერას ჰქონდეს სისტემური ხასიათი.“– აღნიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 24 მარტს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ერთი თვე გადის. მთელი ამ დროის განმავლობაში დაიბომბა უკრაინაში მდებარე საავადმყოფოები, სამშობიაროები, საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო დაწესებულებები.

უკრაინის საელჩო: უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე თბილისში, 24 მარტს აქცია გაიმართება